კლიმატმედეგობის გაძლიერება: ბუნებაზე დაფუძნებული მწვანე სივრცეები უფრო მწვანე ფოთისთვის

კლიმატმედეგობის გაძლიერება: ბუნებაზე დაფუძნებული მწვანე სივრცეები უფრო მწვანე ფოთისთვის

პროექტის მიზანი: ფოთის მუნიციპალიტეტში კლიმატისადმი მდგრადობისა და ურბანული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დანერგვისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტის აღწერა: კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტად აისახება ფოთზე – გახშირებული წყალდიდობები, მაღალი ტემპერატურა, გვალვა და ზღვის დონის მატება - ყოველივე ეს ზეგავლენას ახდენს, როგორც ურბანულ ინფრასტრუქტურაზე, ისე მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამასთანავე, ქალაქის ბევრ უბანში კვლავ შეზღუდულია ხელმისაწვდომი და ფუნქციური მწვანე სივრცეები, რომლებიც მოსახლეობას კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან ადაპტირებაში დაეხმარებოდა. პროექტის მიზანია საზოგადოების მონაწილეობაზე დაფუძნებული კლიმატთან ადაპტაციის პრაქტიკული მოდელების დანერგვა ბუნებაზე დაფუძნებული ინოვაციური გადაწყვეტილებების გამოყენებით.

  • პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტთან, გარემოსდაცვით ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მოეწყობა სამი მრავალფუნქციური მინი სკვერები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ კლიმატზე ადაპტირებულ რეკრეაციულ მწვანე სივრცეს. თითოეული სივრცე ხელს შეუწყობს ურბანული გარემოს გაგრილებას, წვიმის წყლის ეფექტიან მართვას, ბიომრავალფეროვნების გაძლიერებას და დასვენებისა თუ საზოგადოებრივი აქტივობებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.
  • საგანმანათლებლო საინფორმაციო დაფები და QR-კოდებზე დაფუძნებული მასალები დამთვალიერებლებს მიაწვდის ინფორმაციას კლიმატის ცვლილების რისკების, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და გარემოს დაცვის პრაქტიკული გზების შესახებ. საინფორმაციო კამპანიები, სამუშაო შეხვედრები, გამწვანების ღონისძიებები და საგანმანათლებლო აქტივობები აქტიურად ჩართავს ადგილობრივ მოსახლეობას, სკოლებს, ახალგაზრდებს, ქალებსა და ხანდაზმულებს კლიმატთან ადაპტაციის პროცესში.
  • პროექტის შედეგების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ტექნიკური პერსონალი და ადგილობრივი მოხალისეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს მწვანე ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაში. ასევე შემუშავდება მოვლის გეგმა და პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს მსგავსი ინიციატივების დანერგვასა და საკუთარი კლიმატური მდგრადობის გაძლიერებაში დაეხმარება.
  • საზოგადოების აქტიური ჩართულობის, გარემოსდაცვითი განათლებისა და ინოვაციური მწვანე ინფრასტრუქტურის გაერთიანებით, პროექტი ხელს შეუწყობს უფრო ჯანსაღი და კომფორტული საჯარო სივრცეების შექმნას და მხარს დაუჭერს ფოთის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SECAP) განხორციელებას.

პროექტი მიზნად ისახავს ფოთის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SECAP) განხორციელების მხარდაჭერას, ბუნებაზე დაფუძნებული, განმეორებადი და მასშტაბირებადი გადაწყვეტილებების დანერგვის გზით

პროექტის შედეგები: პროექტის ფარგლებში შეიქმნება და რეაბილიტირდება დაახლოებით 2 500 მ² კლიმატისადმი მდგრადი საჯარო მწვანე სივრცე, მათ შორის სამი მრავალფუნქციური მინი სკვერი და ერთი კლიმატზე ადაპტირებული რეკრეაციული სივრცე.

  • 200-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები უშუალოდ ჩაერთვება სამუშაო შეხვედრებში, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და კლიმატის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტივობებში, ხოლო საინფორმაციო კამპანიები ფოთის მასშტაბით 5 000-ზე მეტ ადამიანს მოიცავს.
  • სპეციალიზებული ტრენინგებისა და პრაქტიკული სწავლების მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ტექნიკური პერსონალი და ადგილობრივი მოხალისეები გაიუმჯობესებენ კლიმატისადმი მდგრადი მწვანე ინფრასტრუქტურის მართვისა და მოვლის უნარებს.
  • საინფორმაციო დაფები, ინტერაქტიული QR-კოდები და ცნობიერების ამაღლების კამპანიები გაზრდის საზოგადოების ცოდნას კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შესახებ.
  • პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეპლიკაციის სტრატეგია და პრაქტიკული სახელმძღვანელო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს წარმატებით დანერგონ საზოგადოებაზე დაფუძნებული კლიმატთან ადაპტაციის მოდელები და ხელი შეუწყონ უფრო მდგრადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ქალაქების განვითარებას.

პროექტის დონორი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

პროექტის ხანგრძლივობა: 18 თვე

ბიუჯერი: 400 000 ევრო