ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იწყებს ახალ პროექტს უფრო მწვანე და კლიმატისადმი მედეგი ფოთისთვის
კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტად აისახება საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტზე. სწორედ ამიტომ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ ინიციატივას იწყებს, რომელიც ფოთს უფრო მწვანე, ჯანსაღ და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგ ქალაქად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.




