მაია გაბუნია: "აუტიზმი არ არის დაავადება — ეს არის განვითარების განსხვავებული გზა"
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უკვე მრავალი წელია მუშაობს ბავშვთა ადრეული განათლებისა და განვითარების სერვისების მხარდაჭერაზე საქართველოში. ყოველი წლის 2 აპრილს ჩვენი ორგანიზაცია უერთდება აუტიზმის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რომელიც აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. წლევანდელი 2 აპრილი მნიშვნელოვან სიახლეს გვინდა დავუთმოთ, რადგან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ექსპერტი, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მაია გაბუნია გახდა აუტიზმის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების (INSAR) გლობალური ლიდერი.