ნანა ზავრადაშვილი: მოზარდებში ემოციური სირთულეების დროულად ამოცნობა ხშირად მათ მომავალს განსაზღვრავს
მოზარდობა ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება პიროვნება, მისი ემოციური და სოციალური ურთიერთობები და დამოუკიდებელი ცხოვრების საფუძვლები. ამავე დროს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ ამ ასაკში იწყება, თუმცა ადრეული ნიშნები ხშირად შეუმჩნეველი რჩება ან „გარდატეხის ასაკს“ მიეწერება. სწორედ აქ არის პირველადი ჯანდაცვის გადამწყვეტი როლი. ოჯახის ექიმი ხშირად პირველია, რომელსაც შეუძლია შეამჩნიოს ცვლილებები, შეაფასოს რისკი, დროულად გადაამისამართოს მოზარდი სპეციალისტთან და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ოჯახს. პრობლემის ადრეულ ეტაპზე შემჩნევა და სწორი ჩარევა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მოზარდის მომავლისათვის.