მარიამ აბისონაშვილი: „ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უფლებაა და არა პრივილეგია“
მარიამ აბისონაშვილი „რეიმანის კლინიკის“ ოჯახის ექიმია. საოჯახო მედიცინას მისთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან მის ინტერესის სფეროს არა მხოლოდ პაციენტის დიაგნოზი, არამედ ის გამოცდილება და გარემოებებიც წარმოადგენს, რომლებიც მის ქცევას, გადაწყვეტილებებსა და განცდებს აყალიბებს. მარიამი აქტიურად არის ჩართული საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ინტეგრირების პროცესში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მან ოცი თვე ქვემო ქართლის იმ სოფლებში გაატარა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ.




