ადრეული ჩარევის სპეციალისტების წინაშე არსებული გამოწვევები საქართველოში
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მხარს უჭერს ბავშვთა ადრეულ განვითარებას საქართველოში და ზრუნავს იმაზე, რომ რაც შეიძლემა მეტმა ბავშვმა შეძლოს საჭირო სერვისების მიღება ადრეული ასაკიდან. აღნიშნულში ჩვენი მთავარი მხარდამჭერი ჩეხეთის მთავრობაა. სწორედ ჩეხეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს მიმდინარე პროექტსაც, რომელიც მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას, ახალი სპეციალისტების მომზადებას და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ამასთან, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისების და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სტრატეგიების დანერგვას შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.