ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის

ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის

29. ledna 2024 – პროექტის მიზანი: საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, დასაქმების და მეწარმეობის შესაძლებლობების გაუმჯობესებას და დემოკრატიულ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა. 

ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის
  • პროექტის პარტნიორი: მოლდოვური ორგანიზაცია Millenium და სომხური ორგანიზაცია Agate
  • პროექტის აღწერა: პროექტი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 1. არსებული დასაქმების მხარდაჭერის სერვისების გაძლიერება ციფრული კარიერული კონსულტაციის კუთხით; 2. მოწყვლადი ახალგაზრდების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების, საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ იმუშაონ ახალგაზრდების ციფრული კომპეტენციების გაზრდაზე; და 3. მოწყვლადი ახალგაზრდების დემოკრატიულ და სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა ცნობიერების ამაღლების გზით გაციფრულების რისკებზე, კიბერბულინგსა და დეზინფორმაციაზე.
  • პროექტის დონორი: ევროკავშირი
  • პროექტის ბიუჯეტი: 276 000  ევრო

EN-Funded by the EU-POS