ათწლეული საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

  • Úvod
  • Caritas Czech Republic in Georgia
  • სიახლეები
  • ათწლეული საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

ათწლეული საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

15. května 2025 – თბილისი, 2025 წლის 11 მაისი – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი აღნიშნავს მნიშვნელოვან თარიღს — 10 წელი უწყვეტი და მრავალმხრივი საქმიანობის, რომელიც მიმართულია ქვეყნის განვითარების მხარდაჭერისკენ ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

ათწლეული საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

2015 წლიდან დღემდე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში წარმატებით განახორციელა 70-ზე მეტი პროექტი და ჩამოაყალიბა 30-ზე მეტი ადგილობრივი პროფესიონალისგან შემდგარი ძლიერი გუნდი. ორგანიზაციამ მჭიდროდ ითანამშრომლა, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ისე საერთაშორისო დონორებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რის შედეგადაც რეალური წვლილი შეიტანა ქვეყნის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

„მართლაც გვეამაყება ის, რაც ერთობლივად შევძელით ბოლო ათ წელიწადში,“ — აღნიშნავს ეკატერინე მესხრიკაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. — „ჩვენი საქმიანობის მთავარი მამოძრავებელი ყოველთვის რიგითი ადამიანები არიან. ყოველი დოკუმენტი, ტრენინგი და გაწეული მხარდაჭერა ემსახურება ერთ მიზანს — გავაუმჯობესოთ თითოეული ადამიანის ცხოვრება, იქნება ეს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი, სოფლად მომუშავე ექიმი თუ ფერმერი მაღალმთიანი სოფლიდან.“ 

1I8A0443

Související články

„სჯობს გადაჭარბებულად შეგეშინდეს, ვიდრე დააგვიანო“ — რატომ არის აუტიზმის დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი
სიახლეები – CCR-Georgia

„სჯობს გადაჭარბებულად შეგეშინდეს, ვიდრე დააგვიანო“ — რატომ არის აუტიზმის დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი

–

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ტრადიციულად უერთდება ამ დღის აღნიშვნას. წელს გადავწყვიტეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, თინათინ ჭინჭარაულთან გვესაუბრა იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აუტიზმის დროული იდენტიფიცირება, რამდენად გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში აუტიზმის შესახებ ცნობადობა და რა გამოწვევების წინაშე დგანან აუტიზმის სპეტრის მქონე ადამიანები საქართველოში.

ოჯახის ექიმი სენაკიდან: "სოფლად მომუშავე ექიმებს უამრავი გამოწვევის გადალახვა გვიწევს მოსახლეობაში დამკვიდრებულ სტიგმებთან საბრძოლველად"
სიახლეები – CCR-Georgia

ოჯახის ექიმი სენაკიდან: "სოფლად მომუშავე ექიმებს უამრავი გამოწვევის გადალახვა გვიწევს მოსახლეობაში დამკვიდრებულ სტიგმებთან საბრძოლველად"

–

ქალთა მსოფლიო დღის აღნიშვნისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის რეალობა, რომლის წინაშეც საქართველოში მცხოვრები ქალები დგანან. ჩვენს ქვეყანაში ქალებს ყოველდღიურად უამრავი გამოწვევების გადალახვა უწევთ, რაც გამოწვეულია გენდერული უთანასწორობით, საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმებით, საზიანო ტრადიციებითა და სისტემურ დონეზე არსებული პრობლემებით. მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანი ხედავს მრავალი ძლიერი ქალის მაგალითს, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ უშინდება სირთულეებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაამსხვრიოს სტერეოტიპები, სათანადო ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში და ამ გზით ხელი შეუწყოს ამა თუ იმ სფეროს განვითარებას.

მარტი ქალთა თვეა: ადრეული განვითარების სპეციალისტი ნინო გულიაშვილი პორტიჯის ასოციაციისა და სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ