ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, გაეროს ბავშვთა ფონდი და კორეის მთავრობა ერთიანდებიან ვაქცინაციის კლების წინააღმდეგ რუსთავში, მარნეულსა და გორში

  • Úvod
  • Caritas Czech Republic in Georgia
  • სიახლეები
  • ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, გაეროს ბავშვთა ფონდი და კორეის მთავრობა ერთიანდებიან ვაქცინაციის კლების წინააღმდეგ რუსთავში, მარნეულსა და გორში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, გაეროს ბავშვთა ფონდი და კორეის მთავრობა ერთიანდებიან ვაქცინაციის კლების წინააღმდეგ რუსთავში, მარნეულსა და გორში

6. června 2025 – ვაქცინაციის საგანგაშო მაჩვენებლების კლების საპასუხოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გაეროს ბავშვთა ფონდისა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია იმუნიზაციის სერვისების და საზოგადოებრივი ცნობიერების გაუმჯობესება რუსთავში, მარნეულსა და გორში.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, გაეროს ბავშვთა ფონდი და კორეის მთავრობა ერთიანდებიან ვაქცინაციის კლების წინააღმდეგ რუსთავში, მარნეულსა და გორში

პროექტის მიზანია ვაქცინებისადმი ნდობისა და ინფორმირებულობის გაზრდა

პროექტი, რომელიც 2025 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს სამიზნე მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სამშობიარო სახლების შესაძლებლობების გაძლიერებას. ტექნიკური დახმარების, ტრენინგებისა და სისტემის გაუმჯობესების გზით, პროექტი უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტმა ბავშვმა შეძლოს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ვაქცინაციის პროცესში დროულად ჩართვა.

doctor-with-gloves-administering-little-child-vaccine

პროექტის განხორციელების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია — გასულ კვირას წარმატებით ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი (ToT) ვაქცინაციის უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებზე. ტრენინგი მიზნად ისახავდა სამედიცინო პერსონალის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ვაქცინების უსაფრთხოებასთან, გვერდით მოვლენების მართვასა და მშობლებთან ეფექტურ კომუნიკაციასთან დაკავშირებით — განსაკუთრებით იმ თემებში, სადაც ვაქცინებისადმი უნდობლობა და სკეპტიციზმი მზარდია.

გეგმიური იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. ის იცავს ბავშვებს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისგან, ამცირებს ეპიდემიის გავრცელების რისკს და ქმნის საზოგადოებრივ იმუნიტეტს, რაც იცავს იმ ადამიანებსაც, ვინც სხვადასხვა სამედიცინო მიზეზით ვერ ერთვება ვაქცინაციის პროცესში.

502582657_1054233856802266_3212696086218335580_n

ტრენერთა ტრენინგის გარდა, პროექტი მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) შემუშავებას, სამედიცინო დაწესებულებების მხარდამჭერ სუპერვიზიასა და დამატებით ტრენინგებს იმუნიზაციასთან დაკავშირებულ კომუნიკაციის სტრატეგიებში.

პარალელურად, განხორციელდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ადვილად გასაგები გზავნილების გავრცელებას. პროექტი ასევე გააუმჯობესებს ციფრულ სისტემებს — განახლდება იმუნიზაციის ელექტრონული მოდული, გაუმჯობესდება ელექტრონუნული მოწვევის სისტემა და სრულფასოვნად ამუშავდება ანალიტიკური მოდული.

პროექტის საბოლოო მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ნდობის აღდგენა იმუნიზაციის პროცესისადმი და ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს დაუცველი ისეთი დაავადებებისგან, რომელთა თავიდან აცილებაც ვაქცინაციის მეშვეობით არის შესაძლებელი.

Související články

ათწლეული საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
სიახლეები – CCR-Georgia

ათწლეული საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

–

თბილისი, 2025 წლის 11 მაისი – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი აღნიშნავს მნიშვნელოვან თარიღს — 10 წელი უწყვეტი და მრავალმხრივი საქმიანობის, რომელიც მიმართულია ქვეყნის განვითარების მხარდაჭერისკენ ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს საქართველოში კიბოს პრევენციაზე ზრუნვას
სიახლეები – CCR-Georgia

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს საქართველოში კიბოს პრევენციაზე ზრუნვას

–

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოში კიბოს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებში. ჩვენს ორგანიზაციას ჩატარებული აქვს ცნობადობის ამაღლების კამპანიები და დაარსებული აქვს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ჯანდაცვის დაწესებულება. ჯანდაცვის პროექტების განხორციელებაში დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით, ვიწყებთ ახალ ამბიციურ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს ნაადრევი სიკვდილიანობა არაგადამდები დაავადებებით, განსაკუთრებით კიბოთი, დაავადების ადრეული გამოვლენის, მკურნალობის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჯანდაცვის მუშაკთა შესაძლებლობების გაუმჯობესებით გზით.

„სჯობს გადაჭარბებულად შეგეშინდეს, ვიდრე დააგვიანო“ — რატომ არის აუტიზმის დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი
სიახლეები – CCR-Georgia

„სჯობს გადაჭარბებულად შეგეშინდეს, ვიდრე დააგვიანო“ — რატომ არის აუტიზმის დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი

–

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ტრადიციულად უერთდება ამ დღის აღნიშვნას. წელს გადავწყვიტეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, თინათინ ჭინჭარაულთან გვესაუბრა იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აუტიზმის დროული იდენტიფიცირება, რამდენად გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში აუტიზმის შესახებ ცნობადობა და რა გამოწვევების წინაშე დგანან აუტიზმის სპეტრის მქონე ადამიანები საქართველოში.