ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს ვეტერინარული სერვისების მხარდაჭერას საქართველოში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს ვეტერინარული სერვისების მხარდაჭერას საქართველოში

11. března 2024 – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს ვეტერინარული სერვისების მხარდაჭერას საქართველოში. გასულ კვირას ჩვენმა ორგანიზაციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მაღალი სიმძლავრის გენერატორი და თერმოჩანთები გადასცა. აღნიშნული გენერატორი დამონტაჟდება სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის ცენტრალურ ოფისში და უზრუნველყოფს ვაქცინების და სხვა მალფუჭებადი ნივთიერებების შენახვას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში. თერმოჩანთებს კი გამოიყენებენ სააგენტოს ვეტერინარული ბრიგადები, რომლებიც ვაქცინაციისა და სხვა ვეტერინარულ მომსახურებაში არიან ჩართული. 

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს ვეტერინარული სერვისების მხარდაჭერას საქართველოში

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს მაღალი სიმძლავრის გენერატორი და თერმოჩანთები გადასცა. ეს დონაცია 2023 წლის 19 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესებული ვეტერინარული სერვისების განვითარების ხელშეწყობას.

Equipment handover NFA

აღნიშნული გენერატორი დამონტაჟდება სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის ცენტრალურ ოფისში და უზრუნველყოფს ვაქცინების და სხვა მალფუჭებადი ნივთიერებების შენახვას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში. რაც შეეხება თერმოჩანთებს, მათ გამოყენებას შეძლებს დუშეთის, ხულოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მომუშავე სააგენტოს 40-ზე მეტი ვეტერინარული ბრიგადა, რომელიც ვაქცინაციისა და სხვა ვეტერინარულ მომსახურებაშია ჩართული. 

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს ადგილობრივი ფერმერების ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ბიზნესის განვითარების, სანიტარული და ბიოუსაფრთხოების სტანდარტებისა და კლიენტებთან და ფინანსებთან კავშირის გაუმჯობესების გზით. პროექტის ექსპერტები მუშაობენ ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებთან, ვეტერინარებსა და ფერმერებთან მათი კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით ხელოვნურ განაყოფიერებაში, ცხოველების სწორ მოვლაში, საძოვრების მდგრად მართვაში, საკვების წარმოებასა და საქონლის გამოკვებისა სწორ პრაქტიკაში.

P5_X3600

პროექტის ფარგლებში გადავამზადეთ ფერმერები, ვეტერინარები და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები, ასევე მონაცვლეობითი ძოვების პრაქტიკის დასანერგად მოვაწყვეთ სადემონსტრაციო ნაკვეთები. ამასთან, გაიცა გრანტები მეხორცული მესაქონლეობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

პროექტში ჩართულია ხულოსა და არაგვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs) და თუშეთის ლანდშაფტის დაცვის ადმინისტრაცია (TPLA). აგრეთვე, პროექტი აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან. ამასთან, პროექტი თანამშრომლობს CzechTrade-თან ჩეხური კომპანიების მისიების შემოყვანის ორგანიზებაში და ბენეფიციართა გასაწევრიანებლად საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში.

პროექტის შედეგად გაიზრდება იმ ფერმერების რაოდენობა, რომლებიც მდგრადი და უფრო პროდუქტიული მესაქონლეობის პრაქტიკას მისდევენ. შერჩეულ ფერმერებს ექნებათ უკეთესი წვდომა ბაზარზე და შესაბამისად გაიზრდება მათი შემოსავალიც. ამასთან, ქართველ ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ჩეხური სოფლის მეურნეობის პრაქტიკას B2B შეხვედრების მეშვეობით.

ეს მასალა მომზადდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით. ეს ინიციატივა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ოფიციალური ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია.

Související články

2024 წელს საქართველო გაძლიერებული პირველადი ჯანდაცვით ხვდება
სიახლეები – CCR-Georgia

2024 წელს საქართველო გაძლიერებული პირველადი ჯანდაცვით ხვდება

–

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისთვის 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – წლის ბოლოს, სხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან ერთად, შევაჯამეთ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშესაწყობად განხორციელებული ოთხწლიანი ინიციატივის შედეგები. პროექტის შედეგად, ქვეყანას უკვე აქვს განახლებული კლინიკური პროტოკოლები და გზამკვლევები, ჰყავს კვალიფიციური ოჯახის ექიმები და აქვს ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ზურგს უმაგრებენ ოჯახის ექიმების საქმიანობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

 ქალი მეწარმე ალპური ზონიდან აფართოებს თავის ბიზნესს
სიახლეები – CCR-Georgia

ქალი მეწარმე ალპური ზონიდან აფართოებს თავის ბიზნესს

–

ნანა დვალიძე საქართველოს ალპურ ზონაში ცხოვრობს და უკვე მრავალი წელია თაფლის პროდუქტებს აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პროდუქტის ხარისხი მაღალია და მის რეალიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახერხებს, მოძველებული ტექნიკის გამოყენების გამო, წარმოების მოცულობა არც თუ ისე მაღალი აქვს. მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ნანას თანამედროვე ტექნიკა გადასცა, თაფლის გამოწურვის პროცესი გაცილებით გამარტივდა და ამან ნანას ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა მისცა.

24 წლის აკაკი რაჭიდან საკუთარი წარმოების ღვინოს ევროპისა და აზიის ბაზრებზე ყიდის
წარმატების ისტორიები – CCR-Georgia

24 წლის აკაკი რაჭიდან საკუთარი წარმოების ღვინოს ევროპისა და აზიის ბაზრებზე ყიდის

–

არქეოლოგების მიერ 7 000 წლით დათარიღებული ნიშნები მევენახეობა-მეღვინეობაზე მიუთითებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩვენს ქვეყანაში 500-ზე მეტი ჯიშის ყურძენი იზრდება, მათ შორის ალექსანდროული და მუჯურეთული, რომელთაგან განსაკუთრებული რაჭული ღვინო „ხვანჭკარა“ მზადდება. სწორედ “ხვანჭკარას” აწარმოებს 24 წლის აკაკი სირაძეც, რომლის ღვინის მარნის გაფართოებასაც ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს (SlovakAid) ფინანსური მხარდაჭერით შეუწყო ხელი.