ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იწყებს ახალ პროექტს უფრო მწვანე და კლიმატისადმი მედეგი ფოთისთვის
11. აგვისტო 2026 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იწყებს ახალ პროექტს უფრო მწვანე და კლიმატისადმი მედეგი ფოთისთვის

Climate change has a great impact on various topics in Georgia. That's why the Czech Republic's Caritas, with the support of the German government, is launching a new initiative that will help make the city more green, healthy and better prepared for future challenges. The project "Enhancing Climate Resilience: Nature-Based Green Spaces for Greener Greens" aims to offer practical, nature-based solutions that will improve public spaces and, at the same time, help cities adapt to challenges such as floods, heat waves, drought and sea level rise.

უფრო მწვანე ფოთი ადგილობრივი მოსახლეობისთვის

როგორც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საპორტო ქალაქი, ფოთი განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მიმართ. ქალაქი უკვე დგას ისეთი რისკების წინაშე, როგორიცაა სანაპირო ტერიტორიების დატბორვა, ზღვის დონის მატება, ინტენსიური ნალექით გამოწვეული წყლის დაგროვება, გახშირებული სიცხის ტალღები და ურბანული სითბური კუნძულის ეფექტი. მწვანე საჯარო სივრცეების გაფართოება და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დანერგვა წარმოადგენს ამ გამოწვევებზე ეფექტიან და მდგრად რეაგირებას. ამასთანავე, ის ხელს უწყობს ფოთის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმით (SECAP) განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამი მრავალფუნქციური მინი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ უფრო დიდ, კლიმატზე ადაპტირებულ მწვანე სივრცეს. ეს სივრცეები მხოლოდ დასვენებისთვის მიმზიდველი ადგილები არ იქნება — ისინი ხელს შეუწყობს ურბანული დასახლებების გაგრილებას, წვიმის წყლის ეფექტიან მართვას და ბიომრავალფეროვნების გაძლიერებას. ამასთანავე, ეს იქნება მაგალითი თუ როგორ შეუძლია მწვანე ინფრასტრუქტურას ქალაქების კლიმატისადმი მედეგობის გაძლიერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მჭიდროდ ითანამშრომლებს ფოთის მუნიციპალიტეტთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, გარემოსდაცვით ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთა.

საზოგადოების ჩართულობა პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობას მიიღებს სივრცეების შერჩევისა და ახალი სივრცეების დიზაინის შემუშავების პროცესში. ამ გზით, პროექტის აქტივობები მაქსიმალურად მოერგება ადგილობრივ საჭიროებებს და ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან მათზე გრძელვადიან ზრუნვასა და პასუხისმგებლობას.

პროექტი ასევე მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ცნობიერების ამაღლების კამპანიების, საგანმანათლებლო სამუშაო შეხვედრების, საზოგადოებრივი გამწვანების ღონისძიებებისა და QR-კოდებით აღჭურვილი ინტერაქციული საინფორმაციო დაფების საშუალებით, ყველა ასაკის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მეტი შეიტყოს კლიმატთან ადაპტაციის შესახებ და აღმოაჩინოს მარტივი გზები, რომელთა მეშვეობითაც შეუძლია გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანა.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალი მწვანე სივრცეები პროექტის დასრულების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელებს საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანას, მუნიციპალიტეტის ტექნიკური პერსონალი და ადგილობრივი მოხალისეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს კლიმატისადმი მედეგი მწვანე ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაში. ასევე შემუშავდება მოვლის გეგმა და რეპლიკაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რაც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს, გაიზიარონ პროექტის გამოცდილება.

2 500 კვადრატული მეტრი მწვანე სივრცე

პროექტის დასასრულს დაახლოებით 2 500 კვადრატული მეტრი საჯარო მწვანე სივრცე შეიქმნება/რეაბილიტირდება. მოსალოდნელია, რომ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ აქტივობებში უშუალოდ 200-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ცნობიერების ამაღლების კამპანიები ფოთის მასშტაბით 5 000-ზე მეტ მოსახლეს მოიცავს.

ადგილობრივი თემების, მუნიციპალიტეტის პარტნიორებისა და გარემოსდაცვითი ექსპერტების ერთობლივი ძალებით, პროექტი იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება და, ამავდროულად, ქალაქების დახმარება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში. ამ ინიციატივის განხორციელებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ხელს უწყობს მდგრადი და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული განვითარების მხარდაჭერას.

„კლიმატის ცვლილება აღარ არის შორეული გამოწვევა — ის უკვე ახდენს გავლენას საქართველოს სხვადასხვა თემზე. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს ორგანიზაციას პატივი აქვს იმუშაოს GIZ-თან, ფოთის მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივ თემთან ერთად იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, თუ როგორ შეუძლია ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება და, ამავდროულად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მიმართ მედეგობის გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ საკუთარი საჯარო სივრცეების დაგეგმვასა და განვითარებაში, ეს ნაბიჯები უფრო მდგრადი ხდება და გრძელვადიან ღირებულებას ქმნის“, — ამბობს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის დირექტორი, ეკატერინე მესხრიკაძე.