CzDA-ს მიერ დაფინანსებული ახალი ინიციატივით, გაუმჯობესდება ადრეულ ბავშვებზე ზრუნვის სერვისები და ინკლუზიური განათლება

  • Úvod
  • Caritas Czech Republic in Georgia
  • სიახლეები
  • CzDA-ს მიერ დაფინანსებული ახალი ინიციატივით, გაუმჯობესდება ადრეულ ბავშვებზე ზრუნვის სერვისები და ინკლუზიური განათლება

CzDA-ს მიერ დაფინანსებული ახალი ინიციატივით, გაუმჯობესდება ადრეულ ბავშვებზე ზრუნვის სერვისები და ინკლუზიური განათლება

26. června 2023 – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განვითარებაში. ჩვენი ძალისხმევით ათასობით ბავშვისა და მათი ოჯახების ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ამჟამად ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადრეული ზრუნვის სერვისებისა და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებას.

CzDA-ს მიერ დაფინანსებული ახალი ინიციატივით, გაუმჯობესდება ადრეულ ბავშვებზე ზრუნვის სერვისები და ინკლუზიური განათლება

8N5A6574

პროექტის გახსნის ღონისძიება

პროექტი მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას, ახალი სპეციალისტების მომზადებას და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისების და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სტრატეგიების დანერგვას შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.

2023 წლის 21 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გამართა პროექტის ფარგლებში შექმნილი ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა და სამუშაო ჯგუფის წევრების ჩართვა აქტიურ სამუშაო პროცესში, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ადრეული ასაკის ბავშვებზე ზრუნვის პოლიტიკის განსაზღვრაში დაეხმარება ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს, და დაინტერესებულ მხარეებს.  

ღონისძიება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე მესხრიკაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიზანია ხელი შეუწყოს ადრეული ასაკის ბავშვებზე ზრუნვისა და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებას ქვეყანაში, რადგან ჩვენს ქვეყანაში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს არ აქვთ თანაბარი წვდომა საჭირო სერვისებზე არა მხოლოდ პროფესიონალების ნაკლებობის გამო არამედ სერვისების არარსებობის მიზეზითაც:

„პროექტის ფარგლებში ჩვენი მიზანია შევქმნათ თანაბარი ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ადრეული ჩარევის სერვისებზე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რაც განისაზღვრება შესაბამისი ეროვნული პოლიტიკით. ეს ნიშნავს, რომ სერვისების მიწოდების მექანიზმები, პროფესიული პრაქტიკა და ადამიანური რესურსები ადრეულ მოვლაში დარეგულირდება სახელმწიფოს მიერ“.

როგორც პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ჩხუბიანიშვილმა განაცხადა, პროექტით დაგეგმილი აქტივობები არის უაღრესად საჭირო და დროული, ვინაიდან საფუძველი ეყრება მულტიდისციპლინურ სექტორებს შორის თანამშრომლობას, რაც ნიშნავს, რომ ყველა უწყება და პროფესიონალი, რომელიც დღემდე დამოუკიდებლად ემსახურებოდა ადრეული ასაკის სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის საკითხს, პროექტის მეშვეობით ერთიანდება:
 
 „ისინი ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინაციით მეტ სარგებელს მოუტანენ ოჯახებს, გააუმჯობესებენ ბავშვების კვალიფიციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას და შექმნიან ხელსაყრელ გარემოს ბავშვთა სრულფასოვანი განვითარებისათვის სწორედ იმ ადგილას, სადაც ადრეული ასაკის ბავშვს ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება – ოჯახში, ადრეული ინტერვენციის ცენტრში თუ საბავშვო ბაღში."
 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და ინკლუზიური განათლების არსებული პოლიტიკის ანალიზზე და ჩამოაყალიბებს რეკომენდაციებს პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, ადაპტირებული იქნება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ადრეული ასაკის ბავშვებში, რომელიც წარედგინება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის მისაღებად.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში მომზადდებიან ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სპეციალისტები შერჩეულ მუნიციპალიტეტებში სერვისის მიმწოდებელ ცენტრებში სამუშაოდ. ზოგიერთი მათგანი გაივლის ინდივიდუალური ასისტენტის ტრენინგს საბავშვო ბაღებში სამუშაოდ და სპეციალური საგანმანათლებლო და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად.

საბოლოო ჯამში, შერჩეულ სამიზნე მუნიციპალიტეტებში ხუთი ახალი სერვისცენტრი შეიქმნება და შემდგომ აღიჭურვება. მოეწყობა სასწავლო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისის მიმწოდებლებისთვის და საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის.

ინიციატივა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს UNICEF-თან.

სტატია მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

CzechAid logo

Související články

როგორ ეხმარება ტელემედიცინა სოფლის ექიმებს პაციენტების მდგომარეობის დისტანციურად მართვაში
სიახლეები – CCR-Georgia

როგორ ეხმარება ტელემედიცინა სოფლის ექიმებს პაციენტების მდგომარეობის დისტანციურად მართვაში

–

ტელემედიცინა საშუალებას აძლევს ექიმებს შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა, დაუსვან დიაგნოზი და უმკურნალონ მათ დისტანციურად. პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ საქართველოში ტელემედიცინის დანერგვის საჭიროება კიდევ ერთხელ ცხადყო. ამის გათვალისწინებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა UNICEF-ის მხარდაჭერით, დედათა და ბავშვთათვის უწყვეტი და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სოფლის საპილოტე ამბულატორიებში ხელი შეუწყო დისტანციური სამედიცინო სერვისების დაწყებას და შექმნა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების  სტრუქტურა საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის ბაზაზე.

პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე
სიახლეები – CCR-Georgia

პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე

–

პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის კარიბჭეა, რომელიც პასუხისმგებელია დაავადებების პრევენციასა და მოსახლეობის დაცვაზე დაავადებების შემდგომი გართულებებისაგან. ამ გზით პირველადი ჯანდაცვა იცავს ჯანდაცვის მომდევნო რგოლებს გადატვირთვისგან. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაში – მუშაობს სამედიცინო პროტოკოლების განახლებაზე, ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ხელს უწყობს პირველადი ჯანდაცვის მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.