კომუნიკაციის სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებებისთვის
25. srpna 2020 – კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცემა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით: „კომუნიკაციის სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებებისთვის“.
კომუნიკაციის სტანდარტების დანერგვის მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, პაციენტისა და ასევე, სამედიცინო პერსონალის უფლებების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში.
ავტორები: გივი ჯავაშვილი, გურამ კიკნაძე.
სახელმძღვანელო მომზადდა პროექტის ფარგლებში „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ და გამოიყენება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში, როგორ საკითხავი ლიტერატურა.
სტანდარტების დანერგვის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მთელი საქართველოს მასშტაბით აორგანიზებს შესაბამის სასწავლო კურსს სამედიცინო პერსონალისთვის ბიოეთიკისა და ჯანდაცვის სამართლის, კომუნიკაციის საკითხზე.

