მხატვრის სახლი – სივრცე საინტერესო ისტორიითა და უამრავი გეგმით

მხატვრის სახლი – სივრცე საინტერესო ისტორიითა და უამრავი გეგმით

20. září 2023 – თემურ გუგეშაშვილმა მშობლიურ რაჭაში ცხოვრების ახალი ეტაპი 2008 წელს ოჯახთან ერთად დაიწყო. ამჟამად ქალაქ ონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საოჯახო სასტუმროს ფლობს და ხელმძღვანელობს ხის სახელოსნოს, რომელშიც ის და მისი მეუღლე ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს კვირაში რამდენჯერმე მასპინძლობენ. თემურს წინ დიდი გეგმები აქვს – ამჟამად ქალაქის ცენტრში ახალ სასტუმროს აშენებს, რომელშიც სასტუმრო სივრცის გარდა განლაგებული იქნება ხის სახელოსნო, საკონფერენციო დარბაზი და რესტორანი.

მხატვრის სახლი – სივრცე საინტერესო ისტორიითა და უამრავი გეგმით

თემურ გუგეშაშვილი მაღალმთიანი რაჭის პატარა ქალაქ ონში ცხროვრობს. წარმოშობით რაჭველი მშობლიურ მხარეს 2008 წელს დაუბრუნდა. დედაქალაქში სწავლისა და მუშაობის შემდეგ, აქ მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა და ოჯახთან ერთად ცხოვრების ახალ ეტაპს შეუდგა. მხატვრის სახლი – ასე ეწოდება შუაგულ ონში მდებარე გესთჰაუსს, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია, რაც უამრავი ვიზიტორის საყვარელ ადგილად იქცა.

_GRU2807

მხატვრის სახლში სტუმრობისას ჩვენს აღფრთოვანებას ბევრი რამ იწვევს – წინაპრებისგან დანატოვარი, ხის ორნამენტებით გაწყობილი ოდა, შიგ ხელოვანი მასპინძლების მიერ შექმნილი ხის ნაკეთობები და ფერწერული ნამუშევრები. მარანი, რომელშიც სტუმრებს ტრადიციული ქართული ჯიშებისგან დაწურული ღვინისა და სხვადასხვა ხის არომატებით დაყენებული ჭაჭის დაგემოვნება შეუძლიათ. სადილად ქალბატონი ელენეს, ჩვენი მასპინძლის მეუღლის მიერ მომზადებული რაჭული კერძები, ამავე ოჯახში დამზადებული რაჭული ლორი და ეზოში აშენებულ თონეში გამომცხვარი ცხელ-ცხელი პური. შემდეგ მასპინძლის მიერ დამზადებულ ხის სკამზე ჩამოჯდომა და მისგან მონაყოლი მხატვრის სახლის ისტორია და სამომავლო გეგმები:

 „მამაპაპურ მიწას დიდი ხნის წინ დავუბრუნდი, რაც ძალიან მომწონს. წლის განმავლობაში უამრავ ადამიანს ვხვდები – ვმასპინძლობთ ტურისტებს, დაგვყავს მთაში, ვათვალირებინებთ რაჭას, იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასი და საამაყოა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერს ჩემს ოჯახთან ერთად ვაკეთებ, რის გამოც მათი უზომოდ მადლიერი ვარ. ჩემი შესაძლებლობები აქ უფრო გამოვავლინე – ხეზე ვსაქმიანობ, თან ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს ვუზიარებ“, – ამბობს თემური.

მხატვრის სახლი ორი – ქვედა და ზედა სახლებისან შედგება, ჯამში საოჯახო ტიპის სასტუმრო პარალელურად 18 სტუმარს იტევს. აქ მოსულ ვიზიტორს ერთ სივრცეში შეუძლია გაიცნოს რაჭისათვის ავთენტური არქიტექტურა, ტრადიციები, ისტორია და კულინარია. აღმოჩნდა, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთრის პერიოდშიც არ კარგავს პოპულარობას – გუგეშაშვილები ხშირად მასპინძლობენ ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებსა და უბრალოდ თოვლიან რაჭაზე შეყვარებულ დამსვენებელსაც. ცივ სეზონზე სტუმრების მიღებაში მათ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში გადაცემული გათბობის სისტემა უწყობს ხელს – რომ არა ეს მხარდაჭერა, ისინი ზამთარში სტუმრების მასპინძლობას პრაქტიკულად ვერ შეძლებდნენ.

 _GRU3140

სასტუმრო ბიზნესის პარალელურად, თემურ გუგეშაშვილი ხის სახელოსნოს უძღვება, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ხეზე მუშაობას ასწავლის. მისი მეუღლე, ელენე, კი მხატვარია – ის ხელოვნების სკოლას ხელმძღვანელობს და ბავშვებს ხატვის გაკვეთილებს უტარებს. გუგეშაშვილების სახელოსნოში ადგილობრივი ახალგაზრდები ყოველ კვირას იკრიბებიან.
 
ხის არსებული სახელოსნო ძველი მუნიციპალური შენობის პირველ სართულზე, პატარა ფართზეა მოწყობილი, მასში არსებული ინფრასტრუტურა კი მოძველებულია. ამის გამო მოსწავლეებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
 
_GRU3272
 
თემურ გუგეშაშვილი და ელენე მაგრაქველიძე დიდხანს ეძებდნენ გამოსავალს, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების სწავლის პირობები შეეთავაზებინათ. ამისათვის სახელოსნოს გადატანა მათ მიერ ახლადაშენებული სასტუმროს პირველ სართულზე გადაწყვიტეს – აქ პირობებიც უკეთესია და ფართიც მეტია. თუმცა, შენობას ერთი მხრიდან მდინარე რიონი ესაზღვრება და მოსაფიქრებელი იყო ისეთი გადაწყვეტის გზა, რომელიც სახელოსნოს ნარჩენი წყლით გარემოს არ დააბინძურებდა.
 
მალევე გუგეშაშვილებმა სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის შესახებ შეიტყვეს, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ეკოცენტრი სოსნა ონის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ. პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენი წყლების მართვის ინფრასქტრუქტურის მოწყობასა და წყლის ხარისხისა და რესურსების მართვის გაუმჯობესებას ონის მუნიციპალიტეტში. გუგეშაშვილები დაინტერესდნენ ამ პროექტით და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ექსპერტებს თავიანთი სახელოსნო აჩვენეს.
 
_GRU3239
 
გუგეშაშვილების პრობლემის შესწავლის შემდეგ, პროექტის ექსპერტებმა აქტივობის ერთ-ერთ სამიზნე ლოკაციად მათი სახელოსნო შეარჩიეს. შედეგად, ახლადაშენებული სასტუმროს და ხის სახელოსნოს ეზოში მოეწყო ნარჩენი წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ახალ ხის სახელოსნოს მოემსახურება. აღნიშნული ნაგებობა თხევადი ნარჩენების მიკროორგანიზმების გამოყენებით გაწმენდის მეთოდზეა დაფუძნებული, რის შედეგადაც მხოლოდ სუფთა წყალი ხვდება გარემოში. დღესდღეობით ეს მიდგომა მიიჩნევა ნარჩენების მართვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენი წყლებისა და შესაბამისად, გარემოს სისუფთავეს.
 

ამასთან, 2023 წლის გაზაფხულზე, ონის მუნიციპალიტეტის მერიას ასანიზაციის მანქანა გადაეცა, რომელიც მუნიციპალიტეტს დაეხმარება ნარჩენი წყლების მართვის ინფრასქტრუქტურის მართვაში.

slovakaid_gis_male_0   Sosna logo_square

Související články

 ქალი მეწარმე ალპური ზონიდან აფართოებს თავის ბიზნესს
სიახლეები – CCR-Georgia

ქალი მეწარმე ალპური ზონიდან აფართოებს თავის ბიზნესს

–

ნანა დვალიძე საქართველოს ალპურ ზონაში ცხოვრობს და უკვე მრავალი წელია თაფლის პროდუქტებს აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პროდუქტის ხარისხი მაღალია და მის რეალიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახერხებს, მოძველებული ტექნიკის გამოყენების გამო, წარმოების მოცულობა არც თუ ისე მაღალი აქვს. მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ნანას თანამედროვე ტექნიკა გადასცა, თაფლის გამოწურვის პროცესი გაცილებით გამარტივდა და ამან ნანას ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა მისცა.

31 წლის ნანამ რაჭაში ტიხრული მინანქრის სახელოსნო გახსნა
წარმატების ისტორიები – CCR-Georgia

31 წლის ნანამ რაჭაში ტიხრული მინანქრის სახელოსნო გახსნა

–

31 წლის ნანა იარალიშვილმა დედაქალაქში ცხოვრებას მშობლიურ რეგიონში დაბრუნება და საკუთარი ნიჭის რეალიზება იქ არჩია. სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს (SlovakAid) ფინანსური მხარდაჭერით, ნანა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ქალაქ ონში ტიხრული მინანქრის სახელოსნო – NanArt გახსნა.

24 წლის აკაკი რაჭიდან საკუთარი წარმოების ღვინოს ევროპისა და აზიის ბაზრებზე ყიდის
წარმატების ისტორიები – CCR-Georgia

24 წლის აკაკი რაჭიდან საკუთარი წარმოების ღვინოს ევროპისა და აზიის ბაზრებზე ყიდის

–

არქეოლოგების მიერ 7 000 წლით დათარიღებული ნიშნები მევენახეობა-მეღვინეობაზე მიუთითებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩვენს ქვეყანაში 500-ზე მეტი ჯიშის ყურძენი იზრდება, მათ შორის ალექსანდროული და მუჯურეთული, რომელთაგან განსაკუთრებული რაჭული ღვინო „ხვანჭკარა“ მზადდება. სწორედ “ხვანჭკარას” აწარმოებს 24 წლის აკაკი სირაძეც, რომლის ღვინის მარნის გაფართოებასაც ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს (SlovakAid) ფინანსური მხარდაჭერით შეუწყო ხელი.