სამწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ საქართველოში ბავშვთა ადრეული ჩარევისა და ინკლუზიური განათლების სფერო მნიშვნელოვნად გაძლიერდა

  • Úvod
  • Caritas Czech Republic in Georgia
  • სიახლეები
  • სამწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ საქართველოში ბავშვთა ადრეული ჩარევისა და ინკლუზიური განათლების სფერო მნიშვნელოვნად გაძლიერდა

სამწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ საქართველოში ბავშვთა ადრეული ჩარევისა და ინკლუზიური განათლების სფერო მნიშვნელოვნად გაძლიერდა

30. ledna 2026 – სამწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში მნიშვნელოვნად გააძლიერა ბავშვთა ადრეული ჩარევის სერვისები და ინკლუზიური განათლების სისტემა. პროექტი განხორციელდა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით.

სამწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ საქართველოში ბავშვთა ადრეული ჩარევისა და ინკლუზიური განათლების სფერო მნიშვნელოვნად გაძლიერდა

ბავშვთა ადრეული ჩარევის განვითარების ხელშეწყობა

ეროვნულ დონეზე პროექტმა წვლილი შეიტანა ბავშვთა ადრეული ჩარევისა და ინკლუზიური განათლების პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმარებისა და პოლიტიკის ჩარჩოების გაძლიერებაში, რამაც ხელი შეუწყო უფრო კოორდინირებული და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბებას. აღნიშნულმა საფუძველი ჩაუყარა ბავშვებისათვის განკუთვნილ სერვისებს მათი განვითარების ყველაზე კრიტიკულ ეტაპზე მხარდასაჭერად.

584052752_1191206309771686_1356165719986760806_n

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ადრეული ჩარევის საბაზო დონის მომზადების პროგრამის აკრედიტაცია - უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყანაში აღნიშნული სფეროს გაძლიერების თვალსაზრისით. პარალელურად, პროექტმა მხარი დაუჭირა 60 ადრეული ჩარევის სპეციალისტისა და 17 სუპერვიზორის მომზადებას, რამაც გაზარდა ბავშვებისა და მათი ოჯახების მომსახურების არეალი. პროექტის ბოლო წელს 18 გამოცდილმა სპეციალისტმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი, რაც ხელს შეუწყობს აკრედიტებული ტრენინგის ხელმისაწვდომობის გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ჩვენი მიზანი არ იყო მხოლოდ მოკლე ვადაში შედეგების მიღება, არამედ გრძელვადიანი გავლენის შექმნა. კოორდინაციის, მომზადების გზების და ეროვნული კაპიტალის გაძლიერებით, პროექტმა შექმნა საფუძველი ადრეული ჩარევის სისტემებისთვის მთელს საქართველოში.“ – რუსუდან ჩხუბიანიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერი.

ადრეული ჩარევის სერვისების გაფართოება

პროექტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა უზრუნველყო ხუთი ახალი ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის რეაბილიტაცია და სრულად აღჭურვა. ამ სიკეთით უკვე სარგებლობს 100 ზე მეტი ბავშვი. ამავდროულად, ასობით ბავშვი ჩაერთო უკვე არსებულ სერვისებში თბილისსა და რუსთავში.

1I8A0443

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიასტმა და ასოციაცია ანიკამ შექმნეს ძლიერი და ეფექტური პარტნიორობის მაგალითი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის დაარსებას დუშეთის მუნიციპალიტეტში - ეს ერთადერთი ასეთი ცენტრია რეგიონში. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყო სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერილი სერვისების გაძლიერება, როგორც დუშეთში, ასევე თბილისის ცენტრში.“ – ირინა ინასარიძე, ასოციაცია ანიკას დამფუძნებელი და დირექტორი.

სკოლამდელი განათლების მხარდაჭერა 

პროექტის ფარგლებში ექსპერტებმა იმუშავეს ინკლუზიური განათლების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე შვიდ მუნიციპალიტეტში, რაც დაეხმარა საბავშვო ბაღების გარემოსა და მიდგომების გაუმჯობესებაში, რათა ბავშვები სხვადასხვა განვითარების საჭიროებებით უკეთ ჩართულიყვნენ ბაღის აქტივობებში.

  • 21 საბავშვო ბაღი აღიჭურვა სპეციალიზებული მასალებით, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა განვითარების საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
  • 206 საბავშვო ბაღის თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი ინკლუზიური განათლების მიმართულებით.
  • 35 პერსონალური ასისტენტი დაემატა და ინტეგრირდა საბავშვო ბაღებში, რაც უზრუნველყოფს უფრო ინდივიდუალურ მხარდაჭერას ყოველდღიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში.

1I8A0375

ქეთევან ქაფიაშვილი ერთ-ერთია იმ საბავშვო ბაღების პერსონალიდან, რომელიც წარმატებით იყენებს ახალ ინკლუზიურ მიდგომებს ყოველდღიურ საქმიანობაში, განსაკუთრებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან:

"ტრენინგმა მასწავლა როგორ შევაფასო თითოეული ბავშვი და დავაიდენტიფიცირო მისი საჭიროებები. ახლა შემიძლია დავგეგმო საქმიანობები მათი შესაძლებლობების მიხედვით, რათა ყველა ბავშვი ჩაერთოს აქტივობებში ისევე აქტიურად, როგორც სხვები. ტრენინგმა ასევე გააძლიერა ჩემი საკომუნიკაციო უნარები მშობლებთან - ახლა უკეთ შემიძლია მათი შვილების  საჭიროებების წარმოჩენა და იმ მხარდაჭერის შესახებ საუბარი, რასაც ბავშვები ბაღში იღებენ".

ადრეული ჩარევის სპეციალისტების ხედვა

ნანა ზარანდია, პროექტის მიერ მომზადებული ადრეული ჩარევის სპეციალისტი და ფსიქოლოგი, განმარტავს, როგორ შეცვალა ადრეულმა ჩარევამ მისი მიდგომა ბავშვებისთვის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად:

„ადრეული ჩარევა სრულიად განსხვავდება ტრადიციული ჯგუფური მუშაობისგან. აქ ბავშვის მთავარი პარტნიორი მშობელია. მუშაობა ბავშვის ბუნებრივ გარემოში ქმნის რეალურ შესაძლებლობებს ცვლილებებისთვის. ჩვენ ერთობლივად გარდავქმნით ყოველდღიურ რუტინებს, როგორიცაა საჭმელთან, ჩაცმულობასთან ან თამაშთან დაკავშირებული მომენტები განვითარების ხელშემწყობ მომენტებად.“

ლანა გაგნიძე, რომელიც მუშაობს როგორც საბავშვო ბაღში, ასევე პორტიჯის ასოციაციაში, ხაზს უსვამს ადრეული ჩარევის მოდელის უფრო ფართო გავლენას:

„არ არსებობს სხვა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ასეთ ძლიერ გავლენას ახდენს მშობლების გაძლიერებასა და ბავშვის ბუნებრივ გარემოში განვითარების მხარდაჭერაზე. როდესაც მშობლები გრძნობენ თავს დაცულად და მხარდაჭერილებად, ყოველდღიური ცხოვრება თავისთავად ხდება ყველაზე ეფექტური სწავლების ადგილი.“

პროექტის მხარდაჭერით ასევე განხორციელდა სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უწყებების, ექსპერტული წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 10 სპეციალისტს მიეცა შესაძლებლობა გაეცნოთ ჩეხეთის გამოცდილებას ბავშვთა ადრეული ჩარევისა და ადრეული ინკლუზიური განათლების სფეროში. გამოცდილების გაცვლამ გააძლიერა სექტორებს შორის თანამშრომლობა და წარმოაჩინა პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც შესაძლებელია ადაპტირდეს საქართველოს კონტექსტში.

482003906_991522339740085_3820306109270059613_n

სასწავლო ვიზიტის ერთ-ერთი მონაწილისა და პროექტის განხორციელებაში ჩართული ექსპერტის, მაია გაბუნიას თქმით, ინიციატივის სიძლიერე სწორედ პოლიტიკასა და პრაქტიკას შორის ბალანსში მდგომარეობდა:

"ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტმა დაგვანახა, რომ ბავშვთა ადრეული ჩარევისა და ადრეული ინკლუზიური განათლების განვითარება უწყვეტი პროცესია, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობასა და თანამშრომლობას მოითხოვს, რათა დაკმაყოფილდეს თითოეული ბავშვის სოციალური, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო საჭიროებები და სრულად გამოვლინდეს მისი პოტენციალი.“

გრძელვადიანი ცვლილებების შექმნა

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხუთი საზოგადოებრივი ცნობიერების კამპანია, რომელი მიზანი იყო ადრეული მხარდაჭერის, ინკლუზიური გარემოს და ოჯახზე ორიენტირებული მომსახურების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებით, სერვისების გაძლიერებით და სისტემების გაუმჯობესებით როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, პროექტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადრეული ჩარევის ხელმისაწვდომობა, ეფექტიანობა და ოჯახზე ორიენტირება. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს პოლიტიკის პრაქტიკაში გადაქცევას და მდგრად ცვლილებებს ბევრად უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ამ პროექტმა აჩვენა როგორ შეუძლია სტაბილურ პარტნიორობასა და გრძელვადიან მუშაობას მნიშვნელოვნად გააძლიეროს ბავშვთა ადრეული ჩარევა. ადამიანებში, სერვისებში და თანამშრომლობაში ინვესტირებით, ჩვენ შევქმენით საფუძველი, რომელიც მომავალშიც დაეხმარება განვითარების პროცესში ბავშვებსა და მათ ოჯახებს.“ – ეკატერინე მესხრიკაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

CzechAid_logo_zakladni_JPG-removebg-preview

 

Související články

ადრეული ჩარევის სპეციალისტების წინაშე არსებული გამოწვევები საქართველოში
სიახლეები – CCR-Georgia

ადრეული ჩარევის სპეციალისტების წინაშე არსებული გამოწვევები საქართველოში

–

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მხარს უჭერს ბავშვთა ადრეულ განვითარებას საქართველოში და ზრუნავს იმაზე, რომ რაც შეიძლემა მეტმა ბავშვმა შეძლოს საჭირო სერვისების მიღება ადრეული ასაკიდან. აღნიშნულში ჩვენი მთავარი მხარდამჭერი  ჩეხეთის მთავრობაა.

სწორედ ჩეხეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს მიმდინარე პროექტსაც, რომელიც მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას, ახალი სპეციალისტების მომზადებას და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ამასთან, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისების და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სტრატეგიების დანერგვას შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.

„სჯობს გადაჭარბებულად შეგეშინდეს, ვიდრე დააგვიანო“ — რატომ არის აუტიზმის დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი
სიახლეები – CCR-Georgia

„სჯობს გადაჭარბებულად შეგეშინდეს, ვიდრე დააგვიანო“ — რატომ არის აუტიზმის დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი

–

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ტრადიციულად უერთდება ამ დღის აღნიშვნას. წელს გადავწყვიტეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, თინათინ ჭინჭარაულთან გვესაუბრა იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აუტიზმის დროული იდენტიფიცირება, რამდენად გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში აუტიზმის შესახებ ცნობადობა და რა გამოწვევების წინაშე დგანან აუტიზმის სპეტრის მქონე ადამიანები საქართველოში.

საბავშვო ბაღის აღმზრდელი: ახლა უკვე ვიცი როგორ დავუჭირო მხარი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს
სიახლეები – CCR-Georgia

საბავშვო ბაღის აღმზრდელი: ახლა უკვე ვიცი როგორ დავუჭირო მხარი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს

–

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მუშაობს ბავშვთა ადრეული ასაკის სერვისების განვითარების მიმართულებით. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული ხუთწლიანი ინიციატივის შემდეგ, 2023 წელს დავიწყეთ პროექტი ადრეული ინკლუზიური განათლებისა და განვითარების პროგრამის ხელშესაწყობად საქართველოში. წლის ბოლოს პროექტში ჩართულ ერთ-ერთ საბავშვო ბაღს ვესტუმრეთ, სადაც ჩვენი სამუშაო შედეგები ადგილზე მოვინახულეთ.

ელენე და ანასტასია საბავშვო ბაღში თამაშის დროს მომხდარ კონფლიქტს მოლაპარაკების მაგიდასთან წყვეტენ: „ჩვენ კარგი მეგობრები ვართ“.
წარმატების ისტორიები – CCR-Georgia

ელენე და ანასტასია საბავშვო ბაღში თამაშის დროს მომხდარ კონფლიქტს მოლაპარაკების მაგიდასთან წყვეტენ: „ჩვენ კარგი მეგობრები ვართ“.

–

ბავშვთა ადრეულ განვითარებაში საბავშვო ბაღი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბაღის აღმზრდელებს ჰქონდეთ განახლებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა ბავშვების სწორი მეთოდებით აღსაზრდელად. საქართველოში სკოლამდელი საგანმანათლებლო სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სისტემის მხარდაჭერა და მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ეხმარება საქართველოს მთავრობას რეფორმირების პროცესში.

საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე ათასობით ბავშვი უკვე შეძლებს საბავშვო ბაღში ხარისხიანი ადრეული ინკლუზიური სერვისებით სარგებლობას
სიახლეები – CCR-Georgia

საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე ათასობით ბავშვი უკვე შეძლებს საბავშვო ბაღში ხარისხიანი ადრეული ინკლუზიური სერვისებით სარგებლობას

–

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში სკოლამდელი განათლების მიმართულებით მრავალი რეფორმა ჩატარდა, მათ შორის შემუშავდა და დაინერგა ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის სტანდარტები, ასევე, მიმდინარეობს ახლადშემუშავებული ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვა და საბავშვო ბარების ავტორიზაციის პროცესი. მიუხედავად ზემოთქმულისა, სკოლამდელ დაწესებულებებში ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა რჩება, რაც ხელს უშლის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებისთვის.