25. ნოემბერი 2020
სიახლეები
ჩეხეთის კარიტასი აგრძელებს ონლაინ ტრენინგებს ოჯახის ექიმებისთვის საქართველოს მასშტაბით
COVID-19 პანდემიამ ოჯახის ექიმები დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, რომელთა შორის ყველაზე რთული პაციენტთა დიდი ნაკადის დისტანციურ რეჟიმში მართვა და კონსულტირება აღმოჩნდა. დაგროვილი გამოცდილების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე ექსპერტთა ჯგუფმა დაუყოვნებლივ შეიმუშავა COVID-19 ინფექციის ბინაზე მართვის პროტოკოლები, მათ შორის უკვე დაავადება გადატანილი პაციენტებისათვის.