CzDA-ს მიერ დაფინანსებული ახალი ინიციატივით, გაუმჯობესდება ადრეულ ბავშვებზე ზრუნვის სერვისები და ინკლუზიური განათლება
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განვითარებაში. ჩვენი ძალისხმევით ათასობით ბავშვისა და მათი ოჯახების ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ამჟამად ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადრეული ზრუნვის სერვისებისა და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებას.