წარმატების ისტორიები

წარმატების ისტორიები

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სურსათის უვნებლობის რეფორმირების პროცესში
სიახლეები – CCR-Georgia

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სურსათის უვნებლობის რეფორმირების პროცესში

–

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების დაახლოებით 40 000 შემთხვევა აღირიცხება. თუმცა, რეალური რიცხვები გაცილებით მეტია. სურსათი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლის მოხმარების შედეგადაც ადამიანი შეიძლება ერთბაშად არ მოიწამლოს, მაგრამ ამ ნივთიერებების სისტემატური მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, მას რაიმე მძიმე დაავადება განუვითარდეს.

 

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი 2024 წელს მიღწეულ შედეგებს აჯამებს
სიახლეები – CCR-Georgia

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი 2024 წელს მიღწეულ შედეგებს აჯამებს

–

2024 წელი საქართველოსთვის გამოწვევებით აღსავსე იყო. მძიმე პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს არ შეუჩერებია უმნიშვნელოვანესი აქტივობების განხორციელება სხვადასხვა სექტორში. ფერმერებისთვის გაწეული მხარდაჭერიდან და მაღალმთაინ რეგიონებში კატასტროფის რისკის შესამცირებლად მიმართული აქტივობებიდან დაწყებული, ბავშვთა ადრეული განათლების ხელშეწყობითა და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების ციფრული უნარებით აღჭურვით დამთავრებული, ჩვენი ძალისხმევა ასობით ადამიანის უკეთესი მომავლისკენ იყო მიმართული. გასული წელი შევაჯამეთ ჩვენი წვლილით საინფორმაციო კამპანიებში სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

და მაინც, როგორია 2024 წელს მიღწეული შედეგები?

საბავშვო ბაღის აღმზრდელი: ახლა უკვე ვიცი როგორ დავუჭირო მხარი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს
სიახლეები – CCR-Georgia

საბავშვო ბაღის აღმზრდელი: ახლა უკვე ვიცი როგორ დავუჭირო მხარი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს

–

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მუშაობს ბავშვთა ადრეული ასაკის სერვისების განვითარების მიმართულებით. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული ხუთწლიანი ინიციატივის შემდეგ, 2023 წელს დავიწყეთ პროექტი ადრეული ინკლუზიური განათლებისა და განვითარების პროგრამის ხელშესაწყობად საქართველოში. წლის ბოლოს პროექტში ჩართულ ერთ-ერთ საბავშვო ბაღს ვესტუმრეთ, სადაც ჩვენი სამუშაო შედეგები ადგილზე მოვინახულეთ.

ციფრულ სამყაროში შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს: გაიცანით თინათინი, ჰასმიკი და ოფელია  – ახალგაზრდები საქართველოდან და სომხეთიდან
სიახლეები – CCR-Georgia

ციფრულ სამყაროში შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს: გაიცანით თინათინი, ჰასმიკი და ოფელია – ახალგაზრდები საქართველოდან და სომხეთიდან

–

საქართველოსა და სომხეთში სპეციალური საჭიროების მქონე პირები ყოველდღიურად მრავალი დაბრკოლების წინაშე დგანან. ეს ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან სტიგამიზირებულებად, რაც უარყოფითად აისახება მათი ცხოვრების უამრავ ასპექტზე. სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, სხვა ბევრი სირთულის პარალელურად, გამოწვევად რჩება განათლებასა და სამუშაოზე მისაწვდომობა.

მზადყოფნა გადამწყვეტია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატატროფების შედეგად დამდგარი ზიანის შესამცირებლად
სიახლეები – CCR-Georgia

მზადყოფნა გადამწყვეტია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატატროფების შედეგად დამდგარი ზიანის შესამცირებლად

–

კლიმატის ცვლილება, რომლის შედეგადაც ბუნებრივი სტიქიური მოვლენები ყალიბდება და, რიგ შემთხვევებში, ვითარდება კატასტროფები, გლობალური პრობლემაა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები უარყოფით გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ცხადია, არც საქართველოა გამონაკლისი. სპეციფიკური და რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული მოცემულობის გამო, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვაგვარი კლიმატი გვხვდება. კლიმატური ცვლილება კი ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს.