რას ვაკეთებთ

როგორ გაიზრდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერთა შემოსავლები
24. ოქტომბერი 2022 სიახლეები

როგორ გაიზრდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერთა შემოსავლები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ფერმერების კვაალიფიკაციის ამაღლებასა და მათი სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას მრავალი წელია უჭერს მხარს. ამ მიზნით, 2022 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდის ხელშესაწყობად, ეფექტური წარმოების რესურსის, შესაბამისი ცოდნის და ბაზარზე ხემისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. პროექტის ფარგლებში უკვე გადავამზადეთ ფერმერები და ვეტერინარები, ასევე მონაცვლეობითი ძოვების პრაქტიკის დასანერგად დაიდენტიფიცირდა სადემონსტრაციო ნაკვეთები. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია გრანტების გაცემა მეცხოველეობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

ნატურალური ხისგან დამზადებული სათამაშოები მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ბავშვებისთვის
10. ოქტომბერი 2022 სიახლეები

ნატურალური ხისგან დამზადებული სათამაშოები მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ბავშვებისთვის

ხისგან დამზადებული სათამაშოები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მათი ხარისხის, გამძლეობისა და ბიოდეგრადირებადი თვისების გამო. ბოლო წლებში საქართველოში მცხოვრები მშობლები ცდილობენ უპირატესობა მიანიჭონ ხის სათამაშოებს პლასტმასის ნაკეთობებთან შედარებით. სწორედ ამ მოცემულობამ შთააგონა მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ჯამბულ წულუკიძე ხის სათამაშოებისა და აქსესუარების საწარმოს დაარსება, რისთვისაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD ხულოს პროექტის ფარგლებში 22 470 ევროს ოდენობის საგრანტო თანხა მოიპოვა.

 ქალი მეწარმე ალპური ზონიდან აფართოებს თავის ბიზნესს
29. სექტემბერი 2022 სიახლეები

ქალი მეწარმე ალპური ზონიდან აფართოებს თავის ბიზნესს

ნანა დვალიძე საქართველოს ალპურ ზონაში ცხოვრობს და უკვე მრავალი წელია თაფლის პროდუქტებს აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პროდუქტის ხარისხი მაღალია და მის რეალიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახერხებს, მოძველებული ტექნიკის გამოყენების გამო, წარმოების მოცულობა არც თუ ისე მაღალი აქვს. მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ნანას თანამედროვე ტექნიკა გადასცა, თაფლის გამოწურვის პროცესი გაცილებით გამარტივდა და ამან ნანას ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა მისცა.

ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში
14. სექტემბერი 2022 დასრულებული პროექტები

ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში

პროექტის მიზანი: ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხელი შეუწყოს საქართველოში წყლის ხარისხისა და რესურსების მართვას.

უწყვეტი და ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის მომსახურება ყველა ბავშვისთვის საქართველოში
14. სექტემბერი 2022 დასრულებული პროექტები

უწყვეტი და ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის მომსახურება ყველა ბავშვისთვის საქართველოში

პროექტის მიზანი: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხარისხიან (MCH) მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა სოფლად პირველადი ჯანდაცვის (PHC) დონეზე ტელემედიცინის დანერგვისა და ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების ცენტრის დაარსების გზით.