რას ვაკეთებთ

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხელს უწყობს ნარჩენების მდგრადი მართვის მოდელის დანერგვას რეგიონებში
20. აპრილი 2022 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხელს უწყობს ნარჩენების მდგრადი მართვის მოდელის დანერგვას რეგიონებში

თანამედროვე სამყაროს ეკოლოგიურ პრობლემებს შორის გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ნარჩენების სწორი მართვა და გადამუშავება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მიზნით, არამედ, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზეც. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გარემოსდაცვით სექტორში 2019 წლიდან მუშაობს და მის მიერ განხორციელებული პროექტების ძირითადი ნაწილი საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პასუხისმგებლიანი მართვისკენაა მიმართული.

UNFPA და CCR ერთობლივი ინიციატივის განხორციელებას იწყებენ
15. აპრილი 2022 სიახლეები

UNFPA და CCR ერთობლივი ინიციატივის განხორციელებას იწყებენ

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფლებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, UNFPA საქართველოს ადგილობრივ ოფისთან ერთად, ჩვენმა ორგანიზაციამ წამოიწყო ახალი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთობლივი პროგრამის განორციელებას „ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება საქართველოში“.

ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება
15. აპრილი 2022 დასრულებული პროექტები

ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება

პროექტის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფლებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა

რატომ არის საქართველოში აივთვითტესტირება მნიშვნელოვანი
13. აპრილი 2022 სიახლეები

რატომ არის საქართველოში აივთვითტესტირება მნიშვნელოვანი

საქართველო აივინფექციის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება საკვანძო პოპულაციაში მაღალი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლით. მიუხედავად ამისა, შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, დაავადების სწრაფი გავრცელებაა მოსალოდნელი. 

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს ალპურ ზონაში მომუშავე სოფლის ექიმებს
24. მარტი 2022 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს ალპურ ზონაში მომუშავე სოფლის ექიმებს

47 წლის ხათუნა გურგენიძე გუდამაყრის ხეობაში ოჯახის ექიმად უკვე ოცდასამი წელია მუშაობს. მიუხედავად მძიმე გეოგრაფიული და კლიმატური პირობებისა, ხათუნა პაციენტებთან საკუთარი მანქანით ჩადის და სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უწევს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აძლიერებს ხათუნასა და მისი კოლეგების კვალიფიკაციას და ნერგავს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებს, რომლის მეშვეობითაც სოფლის ამბულატორიების მუშაობა უფრო მარტივი და ეფექტიანი ხდება.