18. ნოემბერი 2021
სიახლეები
აივტესტირების წახალისების მიზნით, ჩეხეთის კარიტასი ახალ პროექტში ერთვება
აივტესტირების წახალისების მიზნით, ჩეხეთის კარიტასი UNDP საქართველოსთან, UNFPA საქართველოსთან, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრსა (CRRC) და თანადგომასთან ერთად, ახალ პროექტში ერთვება. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში მომზადდება სხვადასხვა ტიპის ქცევითი მესიჯები, რომლებიც ახალგაზრდებს აივთვითტესტირებაში დაარწმუნებს. აღნიშნული მესიჯების ეფექტიანობაზე დაყრდნობით, შემუშავდება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს (NCDC) გადაეცემა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი.