რას ვაკეთებთ

აუტიზმის სპეციალისტი: "უთვალავია ფერი და უთვალავია ბავშვების შესაძლებლობებიც"
2. აპრილი 2024 სიახლეები

აუტიზმის სპეციალისტი: "უთვალავია ფერი და უთვალავია ბავშვების შესაძლებლობებიც"

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეა, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ყოველწლიურად უერთდება. წელს აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე აღინიშნება თემით „ფერები“, რომელზეც ქუთაისში პირველი აუტიზმის ცენტრის დამფუძნებელ ლიკა მხატვართან ერთად ვსაუბრობთ. "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" იყო ერთ-ერთი აუტიზმის ცენტრი, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაუჭირა მხარი.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს ვეტერინარული სერვისების მხარდაჭერას საქართველოში
11. მარტი 2024 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს ვეტერინარული სერვისების მხარდაჭერას საქართველოში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს ვეტერინარული სერვისების მხარდაჭერას საქართველოში. გასულ კვირას ჩვენმა ორგანიზაციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მაღალი სიმძლავრის გენერატორი და თერმოჩანთები გადასცა. აღნიშნული გენერატორი დამონტაჟდება სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის ცენტრალურ ოფისში და უზრუნველყოფს ვაქცინების და სხვა მალფუჭებადი ნივთიერებების შენახვას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში. თერმოჩანთებს კი გამოიყენებენ სააგენტოს ვეტერინარული ბრიგადები, რომლებიც ვაქცინაციისა და სხვა ვეტერინარულ მომსახურებაში არიან ჩართული. 

რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვთა ადრეული განვითარების ყველა ეტაპს
12. თებერვალი 2024 სიახლეები

რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვთა ადრეული განვითარების ყველა ეტაპს

ყველა ბავშვს აქვს უფლება განვითარდეს და გამოიყენოს შესაძლებლობების სრული პოტენციალი, ამაში კი მას მშობლის მხარდაჭერა სჭირდება. მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს შვილის განვითარებას და თანატოლებთან ურთიერთობას. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადრეული ზრუნვის სერვისებისა და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებას. 

ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის
29. იანვარი 2024 დასრულებული პროექტები

ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის

პროექტის მიზანი: საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, დასაქმების და მეწარმეობის შესაძლებლობების გაუმჯობესებას და დემოკრატიულ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა. 

2024 წელს საქართველო გაძლიერებული პირველადი ჯანდაცვით ხვდება
19. დეკემბერი 2023 სიახლეები

2024 წელს საქართველო გაძლიერებული პირველადი ჯანდაცვით ხვდება

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისთვის 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – წლის ბოლოს, სხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან ერთად, შევაჯამეთ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშესაწყობად განხორციელებული ოთხწლიანი ინიციატივის შედეგები. პროექტის შედეგად, ქვეყანას უკვე აქვს განახლებული კლინიკური პროტოკოლები და გზამკვლევები, ჰყავს კვალიფიციური ოჯახის ექიმები და აქვს ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ზურგს უმაგრებენ ოჯახის ექიმების საქმიანობას მთელი საქართველოს მასშტაბით.