სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი  საქართველოში  ზაფხულის სეზონს ოთხი ახალი პროექტით ხსნის
30. ივლისი 2020 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ზაფხულის სეზონს ოთხი ახალი პროექტით ხსნის

ზაფხულის პერიოდი შვებულების გატარებასთან ასოცირდება, თუმცა ჩეხეთის რესპუბლიკის  კარიტასი (CCR)  ზაფხულს საკმაოდ საქმიანად ხვდება. ივლისის პირველივე კვირაში CzechAid და SlovakAid დახმარებით ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

CCRG აგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში
21. ივლისი 2020 სიახლეები

CCRG აგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის პროექტებს 2008 წლიდან ახორციელებს.  პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშწყობის პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის შექმნაში.

 ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის კიდევ ერთი ახალი პროექტის „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა
15. ივლისი 2020 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის კიდევ ერთი ახალი პროექტის „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა

10 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის. ამ მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის კიდევ ერთი ახალი პროექტის „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროში ორი ახალი პროექტი წარადგინა
15. ივლისი 2020 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროში ორი ახალი პროექტი წარადგინა

10 ივლისს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. შეხვედრაზე მინისტრმა ქალბატონმა ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას მჭიდრო თანამშრომლობისა და ჯანდაცვის სექტორში შეტანილი წვლილისათვის.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი რაჭაში ორ პროექტს განახორციელებს
10. ივლისი 2020 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი რაჭაში ორ პროექტს განახორციელებს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სლოვაკურ ორგანიზაცია “SOSNA”-სთან თანამშრომლობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ორი პროექტის „კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება” და „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“ განხორციელება.