2020 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში მისიის დაარსებიდან ხუთი წლის თავს აღნიშნავს
2020 წელი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისათვის (CCR) მნიშვნელოვანი წელია, რადგან სწორედ წელს აღნიშნავს ორგანიზაცია საქართველოში საკუთარი მისიის დაარსებიდან ხუთი წლის თავს. 2015 წელს CCR-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი". მისიის დაარსების დღიდან, ჩეხეთის კარიტასმა განახორციელა ოცამდე პროექტი განვითარების სფეროში, ხელი შეუწყო ათასობით ადამიანისათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ორიენტირებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის დახმარებაზე.