ონლაინ ტრენინგები სამეგრელო-ზემო სვანეთის მას მედიის წარმომადგენლებისთვის
COVID- 19-ის პანდემიის პირობებში, სამედიცინო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა მედიასაც. დღეს, როდესაც ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის ნაკადი არ წყდება, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა სწორად შეარჩიონ მასალა, ერთმანეთისგან განასხვაონ მცდარი და მართებული ცნობები და რაც მთავარია ზუსტად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას.